"კრისტალი" "ფინკა ბანკს" აღარ ყიდულობს. ხანგრძლივი მსჯელობის შედეგად, მხარეებმა გადაწყვიტეს აღარ გააგრძელონ მოლაპარაკება.
ინფორმაცია "ბიზნეს ფორმულას" უკვე დაუდასტურეს ორივე კომპანიაში.
ამ ეტაპზე, გარიგების ჩაშლის მიზეზებზე არც „ფინკაში“ და არც „კრისტალში“ არ საუბრობენ. უცნობია უკვე არშემდგარი გარიგების სავარაუდო ღირებულებაც.
შეგახსენებთ, "კრისტალი“ ამერიკულ "ფინკა იმპაქტ ფაინანსთან“ „ფინკა ბანკი საქართველოს" შეძენის შესახებ თებერვალში შეთანხმდა. როგორც მაშინ კომპანიებში განმარტავდნენ, გაერთიანების მიზანი, უფრო მასშტაბური და მდგრადი კომპანიის შექმნა იყო, რომელიც მომხმარებელს მეტ შესაძლებლობებს და მომსახურებას შესთავაზებდა.
ამჟამად, ორივე კომპანია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.